8
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიტიკოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – კერძოდ, მას მუცლის არეში ურტყამდნენ:
,,ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მას მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთ-ერთი დარტყმის დროს, სუნთქვის უკმარისობის გამო, რამდენიმე წამით გაითიშა. საერთო ჯამში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ არ საუბრობს საკუთარ ჯანმრთელობაზე. შემთხვევით მოჰკრა ყური პოლიციელების საუბარს, დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია, 48 საათში უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი.”