"უსამართლოდ მექცეოდნენ, ძალიან მკაცრები იყვნენ" - რა ამბავს იხსენებს ბელინგემი

3 weeks ago 8

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, ჯუდ ბელინგემმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიხსენა.

"სახეზე ღიმილი ინგლისის ნაკრებში თამაშისას დავკარგე, რადგან ევროპის ჩემპიონატის მერე თავს ისე ვგრძნობდი, რომ იმასთან შედარებით, რა შრომაც გავწიე, უსამართლოდ მექცეოდნენ, ახლა კი ვიღიმი.

"ვფიქრობ, ეს ძალიან მკაცრი იყო. თავი განტევების ვაცად ვიგრძენი. საკუთარი თავი მეცოდებოდა. მეგონა, რომ მნიშვნელოვან მომენტების კარგად გადაწყვეტაში შევიტანე ჩემი წვლილი, მაგრამ მერე თითქოს სამყარო თავზე მექცეოდა. განსაკუთრებით ეს ფინალის შემდეგ 3 დღეზე ითქმის.

"ჟურნალისტებთან შეხვედრებზე უარი? მედია ამას ისე გადმოსცემდა, თითქოს ამპარტავნებას ვიჩენდი, მაგრამ საქმე სხვა რამეში იყო. ტურნირის მიმდინარეობისას ჟურნალისტები ჩემი ოჯახის წევრების სანახავად მივიდნენ, ჩემი ბებია-ბაბუის. არ მგონია, ეს სწორი იყოს. ეს უპატივცემულობაა. სწორედ ამის მერე გადავწყვიტე, მთლიანად ფეხბურთზე ვფოკუსირებულიყავი, იმის ნაცვლად, რომ მელაპარაკა იმ ხალხთან, რომლებიც პატივს არ მცემდნენ.

"ჩემი ოჯახი უპირველესია. ბებიაჩემს ზაფხულში სახლიდან გამოსვლაც აღარ უნდოდა", - იხსენებს ჯუდი.

სრულად წაკითხვა