უსიამოვნო ინციდენტი ტერენტი გრანელის საფლავზე

ტექსტის ზომა 100%
უსიამოვნო ინციდენტი ტერენტი გრანელის საფლავზე
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 5 წთ.

უსიამოვნო ინციდენტი ტერენტი გრანელის საფლავზედიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, პოეტ ტერენტი გრანელის საფლავზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. შემოქმედის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით მის საფლავთან გამართულ ღონისძიებაზე მისული პოეტი პეტრე კოლხი ტერიტორიიდან გააძევეს:

“ვიმყოფები დიდუბის პანთეონში, დღეს არის ტერენტი გრანელის გარდაცვალების დღე. შეიკრიბნენ ტერენტის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, პოეტები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მკვლევრები. ერთ-ერთი ქალბატონი, ე.წ. ორგანიზატორი ძალიან აგრესიული იყო ჩემს მიმართ და ვგრძნობდი, არ ესიამოვნა საფლავზე რომ მოვედი. სხვა კავშირი მაქვს ტერენტის პოეზისთან და შემოქმედებასთან. ბატონმა მამონტიმაც მითხრა და მეც მქონდა სურვილი, როგორც ტერენტი გრანელის მკვლევარს, ერთი-ორი სიტყვა მეთქვა და გამეხსენებინა პატრიარქი და ის წლები, როცა გრანელისადმი მიძღვნილი საღამოები იმართებოდა სამების საპატრიარქო ტაძარში და ბევრ რამეზე მესაუბრა. მათ შორის ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ თუ გახსოვთ, მეტეხის ტაძართან წლების წინ აღმართული იყო მონუმენტი და წარწერა იყო შესრულებული, რომ აქ დაიდგმება ტერენტი გრანელის ძეგლი. საბოლოოდ, ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის მონუმენტი აიღეს, წარწერაც თავისთავად წაიშალა და ძეგლიც არ დაუდგამთ იქ. მინდოდა მესაუბრა ამაზე, რომ კარგი იქნება, თუ ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ იქ აღიმართოს ტერენტი გრანელის ძეგლი, ის ქვა იქიდან დაიკარგა და წარწერაც დაიკარგა მეთქი. ქალი გამოვარდა საკუთარი ტყავიდან, სახე დაკარგა, როგორც ქოცებმა იციან ხოლმე, საუბარი შემაწყვეტინა, აქ ამაზე საუბრის დრო არ არისო, ვინ მოგიწვიათ ტერენტი გრანელის საფლავზეო, აქ არ არის თქვენი ადგილიო, მე თქვენ არ მომიწვევიხართო, თქვენ საერთოდ რატომ მოხვედითო…
ზუსტად ასეთი არაადამიანების წინააღმდეგ გამოდიოდა ტერენტი გრანელი, ზუსტად ასეთი არაადამიანების წინააღმდეგ იბრძოდა არა მხოლოდ პოეზიით, არამედ მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით და ზუსტად დღეს, ტერენტი გრანელი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ან ციხეში გამოკეტავდნენ, ან გიჟად შერაცხავდნენ და ალბათ უკვე მკვდარი იქნებოდა. დიახ, ტერენტი გრანელის მთელი პოეზია წინასწარმეტყველებაზეა დაფუძნებული. თუ იმ დროს ებრძოდა იმდროინდელ რეჟიმს და პირდაპირ ასე სახელდობრ მიმართავდა დიქტატორებს “იმპერატორო, შენ დიქტატორო”, გაიხსენეთ ჯერ კიდევ როდის დაწერა ეს ლექსი ტერენტი გრანელმა. რა თქმა უნდა, იმ დროს ეს გმირობის ტოლფასი იყო, დღესაც იგივეს დაწერდა, მაგრამ ვინაიდან გარდაცვლილია ტერენტი გრანელი და ჩვენს გვერდით არ არის, თუმცა ბევრ ცოცხალს სჯობს მისი მოღვაწეობით, დღევანდელი მისი დაბადების დღით თუ გარდაცვალების დღით სარგებლობენ ე.წ. ორგანიზატორები და ვითომ დიფირამბებს უმღერიან და ტაშს უკრავენ ვიღაც გამომსვლელებს და მე მიმტკიცებს ეს ქალი, რომ შენი ადგილი არ არის აქო. თურმე მას უნდა ვკითხო, ტერენტი გრანელის საფლავზე მივიდოდი თუ არა. ზუსტად ასეთი ადამიანები აშავებენ პოეტებს, მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს და არცხვენენ მათ სახელს. თუ ვინმეს აქ დგომის უფლება არ ჰქონდა, ეს ის ქალბატონია, ქალბატონი ქოცი, რომელმაც ტერენტი გრანელის სახელი კიდევ ერთხელ შეარცხვინა, დგას, ლექსებს კითხულობს და ის არ იცის და იმდენი არ აქვს წაკითხული და გააზრებული, რომ ტერენტი გრანელი დღეს რომ ცოცხლი იყოს, მათ წინააღმდეგ გაილაშქრებდა აუცილებლად და ქოცების დაუძინებელი მტერი იქნებოდა, ამ რეჟიმის მტერი იქნებოდა. ამდენსაც ვერ აცნობიერებს, ამდენსაც ვერ ხვდება, მიკივის, მეჩხუბება, თურმე ჩემი ადგილი არ იყო დიდუბის პანთეონში და რატომ მოვედი ტერენტი გრანელის ღონისძიებაზე. რომ მცოდნოდა რომ ეს ქალი რაღაც ღონისძიებას ატარებდა, მაინც მოვიდოდი, რადგან მე ამ ქალთან არ მოვსულვარ, მე მოვედი ტერენტი გრანელის საფლავზე მისი სახელის უკვდავსაყოფად. ეს ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ იმედი მაქვს, ამიერიდან არ გაბედავს იმის თქმას, რომ თურმე მან არ მომიწვია ტერენტი გრანელის საფლავზე და ჩემი ადგილი არ ყოფილა აქ. ეს ქალბატონი არის გვარად ლუკავა, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ვინ არის, ძალიან არასწორი ქალბატონია!”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS