უსმან დემბელე ხვიჩა კვარაცხელიაზე: "მას ეს ზედმეტსახელი შევარქვი.."

1 day ago 2

"პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგმა შემტევმა, უსმან დემბელემ, გუნდის ახალწვეულზე — ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მისი ჩამოსვლის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებები გულახდილად გააზიარა.

„ხვიჩას მოსვლა ყველას ძალიან გაგვიხარდა. პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მექნებოდა როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. ის მოთამაშეა, რომელიც გუნდს სერიოზულ სარგებელს მოუტანს,“ — აღნიშნა დემბელემ.

ფრანგი ვარსკვლავის თქმით, ახალ გარემოში ადაპტაციის პროცესში ის ქართველ ლეგიონერს გვერდში დაუდგა: "როდესაც პარიზში ჩამოვიდა, ბევრი რჩევა მივეცი. ვარჯიშების დროს ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და იდეებს. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა ცოტა მორიდებულია, ძალიან მხიარული და ენერგიულია. ამ ყველაფრის გამო მას ჩვენი ჯოკერი შევარქვი."

- ამბობს პარიზელთა შემტევი.

სრულად წაკითხვა