WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

Lovin Dubai-ის ინფორმციით, მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმ 300 ათასი დირჰამიდან 150 ათას დირჰამამდე შემცირდა.

მედიის ცნობით, სასამართლომ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის თხოვნის გათვალისწინებით და მხარეებს შორის შერიგების საფუძველზე მიიღო.

აბუ-დაბიში გამართული RAF-ის ღონისძიებაზე გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა თავად ითხოვა თავდამსხმელების გათავისუფლება.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლს მერაბ დვალიშვილსა და მოჭიდავე საბა ლაზიშვილს სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა.