კითხვის დრო: 1 წთ.

უფლის გარდამოხსნის განადგურებული ტილო, რომელიც ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდიამ ზუგდიდიდს დადიანების სასახლიდან თბილისში წამოიღო, რესტავრატორმა ნუცა ადეიშვილმა აღადგინა.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი:
“წელიწადნახევრის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლეში ნაპოვნი ეს ფაქტიურად განადგურებული ტილო რომ წამოვიღე, არავის სჯეროდა, რომ მის გადარჩენას შევძლებდით… თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი სარესტავრაციო ლაბორატორიის ჯადოქრობები აუცილებლად იმუშავებდა! “გარდამოხსნა” ზუგდიდიდან რესტავრაციამდე და შემდეგ. რესტავრატორი ნუცა ადეიშვილი. ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორია.”
გართობა artinfo.ge