WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

Skip to content

08.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ უფლისციხეში დამთვალიერებლებისთვის საფრთხე არ ემუქრებათ.

ეს განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სოციალურ ქსელსა და მედიაში ძეგლის მდგომარეობის შესახებ დისკუსია დაიწყო. კონკრეტულად, გიდმა ნანა ზარდიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა უფლისციხის თამარის დარბაზის ფოტოები. ფოტოებში ჩანს, რომ ჭერის ნაწილი რკინის კონსტრუქციითაა გამაგრებული და ის ხიმინჯებითაა დამაგრებული.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ფოტოები არ ასახავს ძეგლის რეალურ მდგომარეობას.

„განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უფლისციხე რთული ბუნებრივი გარემოს პირობებში არსებული უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამის ჩარევებს საჭიროებს.

სწორედ ამ მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი. 2019 წლიდან დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევაც. სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება. არსებული ბუნებრივი გამოწვევების პარალელურად, ძეგლის მუდმივი შეფასება და შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფლისციხეში, ტერიტორიის ადგილზე სანახავად იმყოფებოდა TV პირველის გადამღები ჯგუფი, თუმცა ტელევიზიაში აცხადებენ, რომ ისინი კამერით ძეგლის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხეს არც ადგილზე მყოფმა თანამშრომლებმა. მათ ჟურნალისტი პრეს-სამსახურთან გადაამისამართეს, მოგვიანებით კი უწყების სოციალურ ქსელში ზემოთ აღნიშნული განცხადება გავრცელდა.

ფოტოები: ნანა ზარდიაშვილი