ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღეს შესანიშნავი იყო, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფრანგებთან გამარჯვებას ეხმაურება:
უცებ ეკრანზე დავინახე ანგარიში და ხიზანას რომ ჩავუარე, ვკითხე, მართლა მოვიგეთ-მეთქი? არ მჯეროდა. სამწუხაროა, რომ თამაშს ვერ ვუყურეთ, თუმცა ბედნიერი ვარ. დღეს საქართველოს დღეა.
- თქვა კვარამ.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელებმა ბულგარელები 3:0 დაამარცხეს, კალათბურთელებმა კი ფრანგებს 80:70 აჯობეს.