“უცებ მესმის – “ხომ ხედავ სიკეთე არ იკარგება”. ის ბიჭი იყო. სიურეალიზმია, აბა რა არის” – ეკა კვესიტაძე

2 weeks ago 15

მთავარი არხის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ემოციურად იხსენებს კონკრეტულ ფაქტებს, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით:

ზაფხულში, პირველად რომ დაგვარბიეს, პოდიუმზე ვიდექი და გადაცემა მიმყავდა.

არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ სანამ აზრზე მოვედი და ძირს ჩამოვედი, ყველა მიმოფანტული დამხვდა. გავარდი მუზეუმის მხარეს, მაგრამ მივხდვი, რომ იქ უარესი იყო და ისევ უკან გამოვიქეცი. პარლამენტის წინა ტერიტორია სრულიად უკაცრიელი დამხვდა. მხოლოდ მე ვიდექი, დაბნეული, სასოწარკვეთილი და ჩემს გვერდით გაზის ბალონი ხჩოლავდა. ვეღარც თვალებში ვიყურებოდი, ვეღარც ვსუნთქავდი და გონებას ვკარგავდი. ამ დროს საიდანღაც პატარა ბიჭი გაჩნდა. ხელი მომხვია, დამამშვიდა და სამშვიდობოს გამიყვანა.

დღეს დილით, დარბევა რომ დაიწყო, ჩემს წინ მიმავალ ერთ ბიჭს გამოეკიდნენ და მიათრევდნენ. მე, თამუნა და ნანა ვიყავით. გავეკიდეთ. რაღაცნაირად მოვახერხე, რომ წინიდან მოვუარე და ამ ბიჭს ხელები შემოვხვიე. მაგრად ჩავეხუტე, რომ ვერ მოეშორებინათ ჩემთვის. დიდი ჯაჯგურის შემდეგ შეგვეშვნენ და ბიჭი გადავარჩინეთ. მივდივართ აქოშინებულები და უცებ მესმის – “ხომ ხედავ სიკეთე არ იკარგება“. ის ბიჭი იყო. სიურეალიზმია, აბა რა არის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ეკა კვესიტაძე.

სრულად წაკითხვა