ვიქტორ ბონიფასეს „მილანში“ გადასვლა საბოლოოდ ჩაიშალა და ნიგერიელი თავდამსხმელი გერმანიაში დაბრუნდა.
იტალიელებმა და „ლევერკუზენმა“ ტრანსფერის ყველა დეტალზე მოილაპარაკეს, ფეხბურთელი მილანში ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმებასაც დაექვემდებარა, მაგრამ სწორედ ამ ეტაპზე გამოიკვეთა მთავარი პრობლემა — მილანელებმა ბონიფეისის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზული ეჭვები გამოთქვეს. როგორც ირკვევა, მას მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც „როსონერიმ“ გარიგება შეწყვიტა.
„ლევერკუზენის“ სპორტულმა დირექტორმა, სიმონ როლფესმა, კომენტარი გააკეთა:
"თუ ბონიფასე უკან გვიბრუნდება, ეს ნიშნავს, რომ ტრანსფერი აღარ შედგა. ეს დიდი საიდუმლო ნამდვილად არ არის. არც ვფიქრობ, რომ შეთანხმება კიდევ ოდესმე ამოქმედდება“.
შეგახსენებთ, რომ ბონიფასე „მილანში“ იჯარის წესით, გამოსყიდვის ვარიანტით უნდა გადასულიყო, თუმცა სამედიცინო შემოწმებამ მისი კარიერის ახალი თავგადასავალი მილანში ფაქტობრივად დაბლოკა.