WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13.10.202613.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ჟურნალისტ გურამ როგავაზე და აქტივისტ ზვიად მაისაშვილზე სპეცრაზმელების თავდასხმის საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ უწყება დატოვა. ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგავასა და მაისაშვილს 2024 წლის საპროტესტო აქციებზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ამ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 2026 წელს დაიწყო.

 „საქართველოს პროკურატურაში ჩემი საქმიანობა დასრულდა. […] მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ვისგანაც ვისწავლე და ვისი მხარდაჭერაც არაერთხელ მიგრძნია. დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში განსხვავებული მიმართულებით გამოვიყენებ“, – წერს გიორგი ნადირაძე.

მისივე თქმით, პროკურატურაში მუშაობა 2018 წელს, სტაჟირების პროგრამით დაიწყო. ნადირაძე არ აკონკრეტებს სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

ფაქტს გამოეხმაურა გურამ როგავა და დაწერა, რომ მისთვის მთავარი კითხვაა, რატომ არ სჯიან რეალურ თავდამსხმელს და რატომაა ის ხელშეუხებელი. ჟურნალისტს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო სხდომებს გახსნის:

„პროკურატურა ელისო ჯარიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ გახდა იძულებული ნაჩქარევად შეეთითხნა საქმე და ამ ქაოსში გამოგონილი ე.წ. მტკიცებულებები იმდენად სასაცილოა და არასერიოზულია, წესით, არცერთი თავმოყვარე პროკურორი (თუ ასეთი კიდევ დარჩა მანდ), ამას ხელს არ უნდა აწერდეს.

სასამართლოს სხდომებიც იმ მიზეზით დახურეს, რომ ამ საქმეში არსებულ აბსურდულ “მასალებზე” საჯაროდ არ გველაპარაკა, დაზარალებულებს აგვიკრძალეს მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია იმ საბაბით, თითქოს სპეცრაზმელების ვინაობას იცავდნენ მათივე უსაფრთხოებისთვის. არაფერი შეიცვალა არც მას შემდეგ, რაც თითოეული სპეცრაზმელის ვინაობა გასაჯაროვდა.

სხდომების დახურვისთვის გამოგონილი ეს არგუმენტი დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ პროკურატურა სასამართლო განხილვებს მაინც დახურულ რეჟიმში ტოვებს“, – წერს როგავა.

როგავასთვის ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება მისი საქმის ახალი პროკურორი. ის კიდევ ერთხელ ითხოვს, დაისაჯოს რეალური დამნაშავე:

„არ ვიცი, ახლა ვინ გადაიბარებს ჩემი და ზვიადის საქმეს, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, ზუსტად იცოდე, ადრე თუ გვიან, მაინც დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს და ყველა გამომძიებელს, პროკურორს მოვკითხავთ, რატომ გააყალბეს მტკიცებულებები“, – წერს ჟურნალისტი.

________________________________________________

7 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.

თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

იხილეთ ასევე: