ფავორიტი დაასახელეს - რა შანსი მისცეს საქართველოს ექსპერტებმა ფინეთთან

1 week ago 6

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის 1/8-ფინალში ისტორია დაწერა და საფრანგეთი 10 ქულის სხვაობით, 80:70 დაამარცხა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, გუშინ სერბეთი გამოაგდო და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა.

ჰოდა, ახლა 1/4-ფინალში ერთმანეთს მთავარი სენსაციების ორი სხვადასხვა შემოქმედი, საქართველო და ფინეთი ხვდებიან, სადაც ბუქმეიკერებმა ფავორიტი დაასახელეს.

როგორც ექსპერტები თვლიან, მატჩის ოდნავი ფავორიტი სკანდინავიელები იქნებიან. მათ მოგებაზე დაახლოებით 60-65% აქვთ მინიჭებული, საქართველოს კი 35-40% მისცეს.

ცნობისთვის, საქართველო ფინეთს 10 სექტემბერს შეხვდება.

სრულად წაკითხვა