"მანჩესტერ იუნაიტედში“ რთული პერიოდი გრძელდება. კლუბმა პრემიერლიგის ახალი სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო და ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა – ერთი გამარჯვება, ერთი ფრე და ორი მარცხი. ასეთმა სტარტმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი მშვიდი ტონით პასუხობს და თავისი პოზიცია გულწრფელად ახსნა.
„ჩემი მესიჯი ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის ძალიან მარტივია – მე ყველაფერს გავაკეთებ. ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რა იქნება გუნდისთვის უკეთესი. სანამ აქ ვარ, ჩემს საუკეთესოს გამოვიყენებ. დანარჩენი ჩემი გადასაწყვეტი არ არის,“ – განაცხადა ამორიმმა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კრიტიკას ისევე მძიმედ განიცდის, როგორც გულშემატკივრები:
„ფანებზე მეტად მე ვიტანჯები. მესმის, როგორია ფეხბურთი – საბოლოოდ შედეგები განსაზღვრავს მთელ ნარატივს. მაგრამ თუ არსენალთან შეხვედრას დავუბრუნდებით, გგონიათ, რომ უკეთესი გუნდი ვიყავით? მათ ჰყავდათ ოდეგორი, რაისი და ზუბიმენდი. ეს არის რეალობა, რომელსაც თვალებში უნდა შევხედოთ.“
- ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი.