WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„დღეს ჩვენ ძალიან დადებითი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან, გვქონდა ძალიან პოზიტიური დიალოგი და უახლოეს მომავალში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას ველით“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ TRT World-თან საუბარში.

მისივე განმარტებით, ორ ქვეყანას შორის რკინიგზა უნდა აღდგეს და მხარეები ამ მიმართულებითაც ვმუშაობენ.

ანტალიაში COP31-ის ფარგლებში, 11 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და ისაუბრეს მის წინ წაწევასა და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანის მნიშვნელობაზე.