6 ივლისს ეკატერინბურგში გაიმართა სომხეთი პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურის მიხაილ მიშუსტინის შეხვედრა.
"რუსეთში ჩამოსვლა არის თქვენი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ვიმედოვნებთ, ახალი მთავრობა, რომელიც კენჭისყრის, არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება, უზრუნველყოფს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების პროგრესულ განვითარებას მეგობრობის, კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების სულისკვეთებით", - მიმართა მიშუსტინმა ფაშინიანს.
რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რუსეთის როლს სომხეთის ეკონომიკაში:
"მსოფლიო ეკონომიკაში ტურბულენტობის მიუხედავად, რუსეთი იკავებს პირველ ადგილს სომხეთის საგარეო პარტნიორებსა და ინვესტორებს შორის. სამამულო კომპანიები აქტიურად მუშაობენ სომხეთის სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში - მშვიდობიანი ატომის ჩათვლით და ციფრულ ეკონომიკაში.
თანამშრომლობის ყველა საკითხი ჩვენი მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივი კონტროლის ქვეშაა, რომელსაც ჩვენი მხრიდან ხელმძღვანელობს ალეკსეი ოვერჩუკი".
სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გარდა, მიხაილ მიშუსტინმა ნიკოლ ფაშინიანს განუცხადა, რომ მოსკოვი კულტურის დღეებისა და ფესტივალების გამართვითაც ძალიან არის დაინტერესებული:
"დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კულტურულ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას ჩვენს სომეხ პარტნიორებთან. გთავაზობთ კულტურის დღეების, გამოფენების, ფესტივალების გამართვის ტრადიციის გაგრძელებას, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ღონისძიებების, გამოფენების ფორუმების განმტკიცებას".
სომხეთის პრემიერმინისტრმა კრემლის მაღალჩინოსანთან სიტყვის გაცვლისას ახსენა ორ ქვეყანას შორის გაჩენილი პრობლემები და დაუდასტურა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის ყოფნის ინტერესი:
„ცხადია, ეს შეხვედრა კარგი საბაბია ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგის მთელი სპექტრის განსახილველად. არჩევნების შემდეგ კი კარგი საბაბია, როგორც იტყვიან, საათის ისრების გასასწორებლად. ბოლო ხანს გაჩნდა ზოგიერთი პრობლემური საკითხი. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ამ საკითხებს განვიხილავთ.
როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგაც განწყობილები ვართ რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით".
ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან ყველა საკითხის განსახილველად მზად არის:
"დაინტერესებულები ვართ, რომ ის მექანიზმები, რომლებიც გათვალისწინებულია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შეთანხმებით, დაგეგმილ რეჟიმში მუშაობდეს. და ვფიქრობ, ეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარების ინტერესებშია. ცხადია, როგორც ვთქვი, კონსტრუქციულად ვართ განწყობილები, რომ განვიხილოთ და გავარკვიოთ ყველა საკითხი, ყველა ნიუანსი".
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციაში, ეკატერინბურგში საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომ-2026“-ის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაში თემაზე - „ინდუსტრის 360: წარმოება უსაზღვრებოდ“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე მიხაილ მიშუსტინი, ბელარუსის პრემიერმინისტრი ალიაკსანდრ ტურჩინი, ყაზახეთის პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, ყირგიზეთის პრემიერმინისტრის ადილბეკ კასიმალიევი.
სხდომის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას, სომხეთის პრემიერმინისტრმა „ღონისძიების ორგანიზების მაღალ დონეს“ გაუსვა ხაზი და განაცხადა:
„გამოფენა „ინოპრომი“ ტრადიციულად წარმოადგენს კარგ პლატფორმას ბიზნესისთვის მოწინავე სამრეწველო გადაწყვეტებისა და შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის.
სამრეწველო განვითარების გლობალურ არქიტექტურაში მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები, იზრდება მეცნიერების, ტექნოლოგიის, გაციფრულების, ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის როლი.
კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ბოლო წლებში სომხეთის მრეწველობა აჩვენებს სტაბილურ ზრდას. 2025 წელს სამრეწველო პროდუქციის ზრდის მოცულობის ზრდამ 2024 წელთან შედარებით შეადგინა 4.7%, მიმდინარე წლის 4 თვეში კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით - 13%. გადამამუშავებელი მრწეველობა ბოლო ცხრა წელიწადში ორჯერ გაიზარდა".
სომხეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მიკროელექტორნიკის, ბიოფარმაცევტიკისა და რობოტექნიკის განვითარება სტიმულს აძლევს მოთხოვნას ფუნდამენტურ და სამეცნიერო განვითარებაზე, პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციას და აყალიბებს "ხარისხობრივად ახალ დასაქმების ბაზარს".
ფაშინიანმა ილაპარაკა სომხეთის მრეწველობის ინოვაციური განვითარებიას პრიორიტეტულობაზე:
"ჩვენი ინოვაციური განვითარების სტრატეგიაა - უზრუნველვყოთ მდგრადი ზრდა გლობალურ ტექნოლოგიურ ტრენდებში ინტეგრაციის გათვალისწინებით და დავიკაოთ ღისეული ადგილი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მაღალტექნოლოგიური წარმოების მსოფლიო რუკაზე.
ბოლოდროინდელი მასშტაბური ინვესტიციები მიანიშნებს ჩვენი ქვეყნის სულ უფრო მეტად სანდრო პარტნიორად აღქმაზე, რომელიც ფლობს გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში".
ფაშინიანს მიაჩნია, რომ ევრაზიული კავშირის "კოოპერაციული პროექტების ფინანსური დახმარების მექანიზმი" მნიშვნელოვანი პრაქტიკული ინსტრუმენტია:
"ეს მექანიზმი ხელს უწყობს წევრი სახელმწიფოების მრეწველობის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რითაც ქმნის მომგებიანი თანამშრომლობის კეთილსაიმედო პირობებს.
სომხეთის სამრეწველო საწარმოები უკვე მონაწილეობენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირში ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივ პროექტებში".
კრემლი დესტაბილიზაციის ფაქტორად განიხილავს ვაშინგტონის გააქტიურებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ერევნის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენასთან შეუთავსებლად შეაფასა კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·