ფაშინიანი რუსეთში სამრეწველო გამოფენაზე გაემგზავრა

4 weeks ago 41
Posted inახალი ამბები

06.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ნიკოლ ფაშინიანი ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა „ინოპრომ-2026“-ისფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე, რომლის თემაა „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“.

დაგეგმილია ასევე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარესთან, მიხაილ მიშუსტინთან.

სრულად წაკითხვა