სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი ანა ჰაკობიანი 2026 წლის 26 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, აშშ-ში, ნიუ-იორკში Global First Ladies Academy (პირველი ლედების გლობალური აკადემია) ღონისძიებას დაესწრება.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა.
ეს ფაქტი განსაკუთრებით იმ ფონზე გახდა საინტერესო სომხეთში, რომ 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ნიკოლ ფაშინიანმა და ანა ჰაკობიანმა განქორწინების შესახებ განცხადებები გააკეთეს.

2 days ago
14







English (US) ·
Georgian (GE) ·