წაკითხვა: 39
Facebook-მა მომხმარებელთა ნაწილს შეტყობინები გაეგზავნა, რომლის მიხედვითაც პლატფორმაზე მეგობრების მაქსიმალური რაოდენობა 6000-მდე იზრდება.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მომხმარებელი უახლოვდება მეგობრების დასაშვებ მაქსიმუმს და ახალი ლიმიტი 6000 მეგობარია. ასევე მითითებულია, რომ ახალი მეგობრების დამატებამდე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია უკვე დამატებული მეგობრების სიის გადახედვა.
აქამდე Facebook-ზე მეგობრების ოფიციალური ლიმიტი 5000 იყო. ახალი შეტყობინება მიუთითებს, რომ კომპანია ცვლილებას ეტაპობრივად ნერგავს, ამიტომ 6000-იანი ზღვარი შესაძლოა ჯერ ყველა ანგარიშისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს.
ცვლილება განსაკუთრებით საინტერესოა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აქტიურად იყენებენ პირად პროფილს, მათ შორის Professional Mode-ს, და დიდი რაოდენობით მეგობრები თუ გამომწერები ჰყავთ.
ჯერჯერობით Meta-ს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა მომხმარებლებისთვის გამოჩენილი სისტემური შეტყობინებები ადასტურებს, რომ ახალი ლიმიტის დანერგვა უკვე დაწყებულია.

Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·