თურქულმა გიგანტმა „ფენერბაჰჩემ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი აღარ ითანამშრომლებს მთავარ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან. კლუბის განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
პორტუგალიელი სპეციალისტის გაშვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ განცდილი მარცხი დასახელდა – შედეგი, რომელიც სტამბოლურ კლუბს მიუღებლად მიაჩნია.
მოურინიო „ფენერბაჰჩეს“ 2024 წლიდან ჩაუდგა სათავეში, თუმცა საკუთარი მიზნების მიღწევა ვერ მოახერხა. მის ხელმძღვანელობით გუნდმა ჯამში 62 შეხვედრა ჩაატარა: საიდანაც 37 მოიგო, 14 ფრე ითამაშა და 11 მატჩში დამარცხდა.
მიუხედავად სტატისტიკურად არც თუ ისე ცუდი მაჩვენებლებისა, ტიტულის არმოპოვება და ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევი გამოთიშვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღო.