როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ჟოზე მოურინიომ ფენერბაჰჩეს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მუშაობა ბენფიკაში ამავე თანამდებობაზე გააგრძელა.
სულ ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა მწვრთნელმა თქვა, რომ ფენერში მუშაობით შეცდომა დაუშვა:
ფენერბაჰჩეში მუშაობაზე თანხმობა შეცდომა იყო. ეს გუნდი არც კულტურულად და არც საფეხბურთო დონით ჩემთვის შესაფერისი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, იქ ყოფნისას მაქსიმალურად ვიხარჯებოდი და გათავისუფლებაც მტკივნეულად მივიღე. ახლა კი ბენფიკაში დაბრუნებით მართლაც ბედნიერი ვარ.
საშუალება მაქვს, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კლუბს ვუხელმძღვანელო. ჩემთვის ეს გარემოებები იდეალური შესაძლებლობაა.
- თქვა ჟოზემ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.