ფერნანდუ სანტუში აზერბაიჯანის ნაკრებიდან გაათავისუფლეს

1 day ago 3

აზერბაიჯანის საფეხბურთო ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდუ სანტუში გაათავისუფლა.

პორტუგალიელი სპეციალისტის მუშაობა ბაქოში ძალიან არასახარბიელო შედეგებით წარიმართა – მის ხელმძღვანელობით ნაკრებმა 11 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გამარჯვება ვერ მოიპოვა. სანტუშის ბალანსში მხოლოდ 2 ფრე და 9 მარცხია, ბოლო წაგება კი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა: აზერბაიჯანი ისლანდიასთან 0:5 განადგურდა.

გუნდში უკმაყოფილება არამხოლოდ შედეგებს, არამედ თამაშის ხარისხსაც უკავშირდებოდა. მიუხედავად წარუმატებელი პერიოდისა, 69 წლის სპეციალისტი 4 მილიონ ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით.

სანტუშს მდიდარი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც პორტუგალიის, ისე საბერძნეთის კლუბებში, ხოლო ყველაზე დიდ წარმატებას სამშობლოს ეროვნულ გუნდთან მიაღწია — 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2019-ში კი ერთა ლიგა.

სრულად წაკითხვა