“17 წლის ასაკში ძალიან მარტოსული ბიჭი ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მგონი მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი მოთამაშეები სხვაგან ცხოვრობდნენ, მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი. ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი.
ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.
ეი, ვინ დარბის მანდ?
მე.
დრიბლინგი სიბნელეში.
დაცვის ბიჭი კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა: მორჩი რა, დაამთავრე. მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამღამობით ვვარჯიშობდი, ყოველღამე”
ხვიჩა კვარაცხელია
269 მატჩი
70 გოლი
63 ასისტი
სერია ა
წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი
სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი
სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ასისტენტი
სერია ა-ს სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი
სერია ა-ს სეზონის საუკეთესო თერთმეტეული
სერია ა-ს თვის საუკეთესო გოლის ავტორი
ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი