WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

წაკითხვა: 50

“ფეხები არ მოაჭამონ გიორგი ბარამიძეს და ნაციონალურ მოძრაობას ამ დაკავებებით – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე მათი თანაგუნდელის, გიორგი ბარამიძის დაკავებას.

“ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც ნაციონალურ მოძრაობას ვერ გატეხავენ. გიორგი ბარამიძე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ებრძოდა რუსებს. რეალურად, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დავალება. რამდენიმე თვის წინ, პუტინმა ასევე მიუსაჯა გია ბარამიძეს და ახლა უკვე “ქართულმა ოცნებამ” შეასრულა  მათი დავალება.

მინდა მივმართო კობა ლიკლიკაძეს, კობა კობალაძეს და მალხაზ თოფურიას – თქვენი ჩვენების გამო, ადამიანი დაიჭირეს უსამართლოდ, თქვენ, არც ქართველები ხართ, არც ქრისტიანები ხართ და არც კაცები ხართ”– თქვა ანა წითლიძემ მთავარ პროკურატურასთან.

პოსტის ნავიგაცია