საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, ევრობასკეტ 2025-ის მეოთხედფინალში ფინეთის წინააღმდეგ მარცხის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფინელებისთვის არ მიულოცია და იმედოვნებს, რომ ამას მომავალში მოახერხებს.
თორნიკე შენგელია ფინეთთან მარცხის შემდეგ:
"ვულოცავ მწვრთნელ ტუვის და ფინეთის ნაკრებს გამარჯვებას. ჩვენ ყველაფერს ვცდილობდით, ჩვენი მაქსიმუმი გავიღეთ, მაგრამ მათ სამქულიანებიდან 55%-იანი სიზუსტით ისროლეს – ასეთ დროს შეჩერება ძალიან ძნელია. ვიბრძოლეთ, თუმცა ახლა ჩვენი განწყობა საუკეთესო არ არის. ამავე დროს უნდა გვეამაყოს, რადგან ხასიათი გამოვავლინეთ და ამ ტურნირზე ყოფნა ნამდვილად დავიმსახურეთ. კიდევ უფრო შორს გვინდოდა წასვლა? რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შემდეგ ჯერზე იქნება.“
მსაჯობაზე კომენტარისას ქართველმა კაპიტანმა დაამატა:
"თუ კითხვა მსაჯებს ეხება – ამას მნიშვნელობა არ აქვს. დამარცხება დავიმსახურეთ, ისინი უკეთესები იყვნენ. შეცდომები იყო? დიახ, მაგრამ ეს გამარჯვებულს არ გამოურჩევია. საკუთარ თავზე გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მწვრთნელ ტუვის და ფინეთის ნაკრებს მოედანზე ვერ მივულოცე. აუცილებლად ვიპოვი და პირადად მივულოცავ. ჩვენ თამაში მსაჯების გამო არ წაგვიგია.“ - ამბობს შენგელია.