ბოლო დღეებში გავრცელნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფიფა 2026 წლიდან სანაკრებო შეხვედრების განრიგის გადასხვაფერებას აპირებს.
როგორც დაიწერა, ფიფაში სურთ, რომ სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო პაუზა გააერთიანონ, რათა ნაკრებებმა ოთხივე თამაში ერთბაშად ჩაატარონ.
ცხადია, ასეთ სისტემას აქვს უპირატესობებიც. მაგალითად, თუ გუნდს თამაში პირველ ორ შეხვედრაში არ წაუვა, მწვრთნელს გეგმების შეცვლა და გუნდზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლება, მაგრამ ამ სისტემას თავისი უარყოფითი თვისებებიც გააჩნია.
მაგალითად, საქართველოსთვის ცუდი ისაა, რომ მნიშვნელოვანი დანაკლისის შემთხვევაში პრაქტიკულად განწირულები დავრჩებით. თუ ფრანგებს, ესპანელებს და ინგლისელებს ფეხბურთელების დიდი მარაგი აქვთ, ჩვენს შემთხვევაში 1-2 საკვანძო ფეხბურთელის გამოკლებაც უდიდესი დარტყმაა ხოლმე, რაც 4-მატჩიანი სანაკრებო პაუზისას კიდევ უფრო დიდი პრობლემა გახდება.