"ფლიკი და მისი მოთხოვნები სამართლიანია" - რონალდ არაუხო

5 days ago 1

მას შემდეგ, რაც ლა ლიგაში ბარსელონასთან მალიორკას 2 კაცი გაუგდეს, გუნდმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, რაც ჰანსი ფლიკს ძალიან არ მოეწონა.

ამის შესახებ კომენტარი რონალდ არაუხომ გააკეთა, რომელმაც მწვრთნელს მომთხოვნობა მოუწონა:

მესმის თუ რატომ გაბრაზდა ფლიკი. მეტოქეს ორი ფეხბურთელი გაუძევეს, ჩვენ კი ინტენსივობას მოვუკელით და უფრო უსაფრთხო ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, არადა უფრო აგრესიულები უნდა ვყოფილიყავით.

- თქვა არაუხომ.

ცნობისთვის, ბარსამ ლა ლიგის პირველი მატჩი მალიორკასთან ჯამში 3:0 მოიგო და ახალი სეზონი აღმატებულ განწყობაზე დაიწყო.

სრულად წაკითხვა