ფლორიან ვირცი გერმანიის დატოვებას არ გამორიცხავს

1 day ago 9

ახალგაზრდა გერმანელი ტალანტი ფლორიან ვირცი „Sports Illustrated“-თან მიცემულ ინტერვიუში მომავლის გეგმებზე და კარიერულ მოტივაციებზე საუბრობს.

ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ირგვლივ ამდენი გამორჩეული კლუბია და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო გერმანულ და ევროპულ გუნდში ვთამაშობ,“ — განაცხადა ვირცმა, რომელიც ამჟამად ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი შემოქმედებითი ძალაა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი წარმატებულ სეზონს ატარებს და თავადაც შესანიშნავ ფორმაშია, ვირცი არ გამორიცხავს, რომ მომავალში საზღვარგარეთაც სცადოს ძალები:

მიმზიდველად მეჩვენება ოდესმე ჩემი კომფორტის ზონის დატოვება და ახალი გამოცდილების მიღება. საკმარისად კარგად ვიცნობ საფეხბურთო გასახდელებს და დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა მოვხვდე, ჩემს ადგილს სწრაფად ვიპოვი.

სრულად წაკითხვა