ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
ფრაზა „იქნებ დედა შეაგინა“ თავის დროზე ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამი იყო, რომელიც ძალადობის გასამართლებლად გამოიყენებოდა. ის პირველად წარმოთქვა „ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. ძალადობის გამართლებისა და რეჟიმის ერთგული მსახურებისათვის, საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თბილი და მაღალანაზღაურებადი პოსტით დაჯილდოვდა.
მანანა კობახიძის ეს გამონათქვამი სიტყვასიტყვით ასე ჟღერს: „რა მოხდა იქ, რა ვიცი, იქნებ ჭიაბერაშვილმა დედა შეაგინა, მე რა ვიცი…“. ეს ფრაზა მაშინ საზოგადოების, პირველ რიგში კი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგნად იქცა.
აგრესიის გამართლება შესაძლო პროვოცირებაზე მითითებით ნიშნავს, გაამართლო და წაახალისო ფიზიკური ანგარიშსწორება.
ქართველი “ვაჟკაცის” მიერ რუსი ტურისტი ქალის თავპირის დამტვრევას სიხარულით შეხვდა ბევრი და საკმარისი გამამართლებელი არგუმენტებიც გამოძებნეს.

5 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·