ფრანგი ჟურნალისტის ეკრემ კონურის მტკიცებით, ლიონის ქართველი ფორვარდისთვის, გიორგი მიქაუტაძისთვის ამჟამად ხუთი კლუბი იბრძვის.
საუბარია გალათსარაის, ვესთ ჰემის, ბოლონიას, რომას და იუვენტუსის ინტერესებზე - თავის მხრივ კი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ლიონი მზადაა ახალგაზრდა ფორვარდი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.
შეგახსენებთ, გიორგი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში თავი 6 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თუმცა, მოედანზე ჯამურად სულ რაღაც 760 წუთი გაატარა.