ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 weeks ago 12

The Guardian-ის ცნობით, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჟან-მარი ლე პენი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და ევროპარლამენტის წევრი იყო. გარდა ამისა, ის რამდენიმეჯერ იყრიდა კენჭს საფრანგეთის პრეზიდენტად. 2002 წლის არჩევნებში მეორე ტურშიც გავიდა, თუმცა ჟაკ შირაკთან დამარცხდა.

ლე პენი ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული ფრონტის” დამფუძნებელი იყო და მას 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2011 წელს ის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისმა შვილმა, მარინ ლე პენმა ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტობისთვის ემანუელ მაკრონთან იბრძოდა, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა

სრულად წაკითხვა