ფრენისას მწყობრიდან გამოვიდა რუსული ავიაკომპანიის კიდევ ერთი თვითმფრინავი

3 hours ago 3

11 იანვარს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა ავიაკომპანია UTair-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან დუბაიში მიფრინავდა, - იუწყება სააგენტო რია ნოვოსტი.

გამოცემა The Moscow Times-ის მიხედვით, ეს არის რუსული ავიახაზების თვითმფრინავების რიგი მეოთხე ავარიული დაშვება 2025 წლის დადგომის შემდეგ.

როგორც ავიაკომპანია Utair-ში განაცხადეს, თვითმფრინავის გადაუდებელი დაბრუნების მიზეზი გახდა „ჰიდრავლიკური სითხის დონის ცვლილება“. სერვის Flightradar24-ის ცნობით, თვითმფრინავმა ფრანის მიმართულება ბაქოს რაიონში შეცვალა და უკან მოსკოვში დაბრუნდა. Telegram-არხ Mash-ის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა 240 მგზავრი, რომელთაგან არავინ არ დაზარალებულა.

7 იანვარს UTair-ის კუთვნილი Boeing 737, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან სამარყანდში მიფრინავდა, ასევე გაუმართაობის გამო იძულებული გახდა დაშვებულიყო ვნუკოვოს აეროპორტში.

4 იანვარს კიდევ ორ რუსულ თვითმფრინავს შეექმნა ტექნიკური პრობლემები ფრენების დროს: Ural Airlines-ის კუთვნილი Airbus A321neo, რომელიც მიფრინავდა შარმ-ელ-შეიხიდან ეკატერინბურგში, იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო; NordStar Airlines-ის კუთვნილი Boeing 737, რომელიც ვოლგოგრადიდან ეკატერინბურგში მიფრინავდა, ასევე იძულებული გახდა ფრენა შეეწყვიტა და ვოლგოგრადის აეროპორტში დაშვებულიყო.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ფედერაციას, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე.

2024 წლის ბოლოსთვის რუსეთში საავიაციო ავარიების რაოდენობამ ანტირეკორდს მიაღწია: 11 თვეში დაფიქსირდა 208 საავიაციო ავარია, რაც 30%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სრულად წაკითხვა