საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონთა გამარჯვებები შესაბამისი პრემიით დაფასდება. ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელ სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულ ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, სპორტსმენები, რომლებიც ქვეყანას უმაღლესი საერთაშორისო წარმატებები მოუტანენ, საბაზისო საპრიზო თანხასთან ერთად დამატებით 65 000–65 000 ლარს მიიღებენ.