საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ავთანდილ ასათიანის გუნდი, 9-11 მარტს, თბილისში, რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება.
მოახლოებული შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 17 ფეხბურთელით ემზადება.
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლევან სვანიძე (პსპ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია, თბილისი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), დავით ხეჩიკაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი).