ფუტსალში სლოვაკეთი დავამარცხეთ – ევრო 2026-ისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა

2 hours ago 1

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ დღეს მნიშვნელოვანი მატჩს უმასპინძლა: საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად – 4:1 იმარჯვა.

შეხვედრა მაღალი ტემპით დაიწყო. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უპირატესობას ფლობდა, რასაც შედეგიც მოჰყვა — არჩილ სებისკვერაძემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა და ტაიმი ქართველთა მინიმალური უპირატესობით (1:0) დასრულდა.

მეორე ნახევრის სტარტზე უპირატესობა კიდევ უფრო გავზარდეთ: გიორგი ჩიმაკაძემ ანგარიში 2:0 გახადა, თუმცა მალევე სლოვაკებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს — სებასტიან ბაკომ 2:1 გააკეთა.

გუნდის დროებით გაწბილებას სწრაფადვე მოჰყვა რეაგირება. არჩილ სებისკვერაძემ დუბლი შეასრულა და სხვაობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდა (3:1). მალევე საქმეში ჩაერთო შოთა თოფურიაც, რომელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 4:1 საქართველოს სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით ქართველმა ფუტსალისტებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს ევრო 2026-ზე მოხვედრისკენ. საკვალიფიკაციო ეტაპის ბედი ორმატჩიან დაპირისპირებაში გადაწყდება, სადაც გამარჯვებული საგზურს მოიპოვებს.

პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა სლოვაკეთსა და საქართველოს შორის 23 სექტემბერს, ბრატისლავაში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი სამი ქვეყანა იქნებიან: ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია.

სრულად წაკითხვა