WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Posted inახალი ამბები

07.10.202607.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ფშავში, სოფელ კანატიაში მანქანის მოძრაობისას ხიდი ჩავარდა.

როგორც ნეტგაზეთს დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ხიდიდან გადავრდნილ მანქანაში ერთი ადამიანი იჯდა, რომელიც არ დაშავებულა.

მათივე განცხადებით, ეს აღნიშნული ხიდი საფეხმავლო იყო და მასზე მანქანით გავლა ისედაც არ შეიძლებოდა. მათი თქმით, მანქანით გადაადგილებისას სოფლის შემოვლითი გზით უნდა ესარგებლათ.

როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ხიდის რეაბილიტაცია ზეგიდან, 9 ოქტომბრიდან, დაიწყება.