საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების 18 წლის შემტევი თინათინ ამბალია კარიერას ჩეხეთში გააგრძელებს. ახალგაზრდა ფორვარდი სპარტა პრაღას ღირსებას დაიცავს, სადაც გუნდს უკვე შეუერთდა ზაფხულის წინასასეზონო შეკრების დროს და ერთი ამხანაგური შეხვედრაც მოასწრო – ვესტ ჰემის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი გამოჩნდა მოედანზე.
ამბალიამ სპარტასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე ემზადება ქალთა ლიგის მე-3 ტურის მატჩისთვის, რომელშიც მისი გუნდი ლიბერეცს დაუპირისპირდება.
მისი საფეხბურთო აგენტი, ზურაბ ორაგველიძე, აღნიშნავს, რომ თიკოს კარიერის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მისი კონტაქტებს და დაგეგმილ სინჯებს გერმანიაში, ბაიერში და აიაქსში. ორ კვირიანი ტრენინგებისა და ამხანაგური შეხვედრების შემდეგ დაიგეგმა სპარტა პრაღასთან იჯარით სამუშაო პროცესი, რაც საბოლოო არჩევანში განაპირობა. ორაგველიძის შეფასებით, ორი თვის შემდეგ თინათინ ამბალია სპარტას ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელი ფიგურა გახდება, ხოლო გერმანული კლუბის ინტერესი კვლავ ძალაშია და სხვა ევროპული გუნდებიც აკვირდებიან მის პროგრესს.
ამბალია ფოთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და თავდაპირველად ბიჭების გუნდში ვარჯიშობდა. შემდეგ ის ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის შემადგენლობაში გადავიდა და 2023 წელს საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგის ჩემპიონიც გახდა.