ქალისთვის ხელის დარტყმით დაკავებულის ადვოკატი ყვება, რა მოხდა თელავის სასტუმროში

6 days ago 27

თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, „აგარანის მამულში“ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი, ლაშა კაპანაძე რა მოვლენები უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ კადრებს, რომელიც 18 ივლისს არის გადაღებული.

ადვოკატი, რომელიც თავადაც იყო ამ ქორწილში დაპატიჟებული ერთ-ერთი სტუმარი, ამბობს, რომ ქალზე ხელის დარტყმის ამსახველი კადრების გადაღებამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქე გიორგი ჭიღლაძეს „სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება“.

რა მოხდა თელავის სასტუმროში - ადვოკატის ვერსია

ლაშა კაპანაძის მონაყოლის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაცია სასტუმროს მესამე სართულზე მყოფმა რუსულად მოლაპარაკე სტუმრებმა შექმნეს, რომლებიც ახალდაქორწინებულ წყვილს მიმართავდნენ შეძახილით - Горька (კოცნა):

„ხალხმა არ მიაქცია ყურადღება, აღნიშნულზე გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით. გადმოსხმული სითხე ასევე ჩაისხა ვერანდაზე არსებულ მუსიკალურ აპარატში, რის შედაგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა“.

ადვოკატის თქმით, ვერანდიდან მესამე სართულზე მყოფ ადამიანებს მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ ეს ქმედება და შესულიყვნენ შიგნით, დახმარება სთხოვეს სასტუმროს ადმინისტრაციასაც, რისი დაპირებაც მიიღეს.

„დაახლოებით 10-15 წუთში მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა“.

ლაშა კაპანაძე იხსენებს, რომ სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე ამის შემდეგ ავიდა მესამე სართულზე და მათ ინგლისურ ენაზე უთხრა, რომ „ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი“. მისი სიტყვებით, ქალი რუსულ ენაზე კომუნიკაციას მოითხოვდა, ჭიღლაძე კი ამბობდა, რომ დაელაპარაკებოდა მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად.

„რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking whore (შე ბოზო)“.

ადვოკატის თქმით, სწორედ ამის შემდეგ არის გადაღებული ის კადრები, რომელის სოცლური ქსელით გავრცელდა:

„ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა...

წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი.

გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა“.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა