WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ქარვასლა სანამ ბოლომდე არ დაიწვება, მანამდე მოგატყუებენ, ბატონო…” – ლელა ჯეჯელავა

მმართველი გუნდის პოლიტიკური არჩევანის შესახებ საუბრობს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

“3+3 ფორმატი – ქოცებისთვის ახალი ხავსია, როგორც ჩანს.

თქვე “კაი ხალხო”, სხვას თუ არაფერს, ამერიკის და ევროკავშირის საინვესტიციო პროექტებს მაინც შეხედეთ ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიის მეზობელ სახელმწიფოებში და მერე აფრქვიეთ ეს მარგალიტები.

ეტყობა ახლო აღმოსავლეთში სცენარების განვითარების ყველა შესაძლებლობა შეუთანხმეს ივანიშვილს და გადაწყვიტა მოვლენებს არ ჩამორჩეს😊

ჩანს, ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ისრაელის ელჩთან შეხვედრა.

ქარვასლა სანამ ბოლომდე არ დაიწვება, მანამდე მოგატყუებენ, ბატონო…

(მაკარი რომ დამეწერა, სქრინვა-სქროლვას ეწყინებოდა ვითომ?😊)” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსლეში.

“ქარვასლა სანამ ბოლომდე არ დაიწვება, მანამდე მოგატყუებენ, ბატონო…” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი