“ქართველ ერის წიაღში იბადებიან ან ვარსკვლავივით კაშკაშა ადამიანები ან უკუნივით ბნელი მძორები” – ქეთი ქურდოვანიძე

16 hours ago 2

3

ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს:

ქართველ ერს აქვს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი: მის წიაღში იბადებიან ან ვარსკვლავივით კაშკაშა ადამიანები ან უკუნივით ბნელი მძორები. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ამას განაპირობებს არა ინტელექტი, არამედ სიმამაცე.
სიმამაცის შედეგია ამდენი სახელოვანი თუ უსახელო გმირი, ამდენი მოწამე და მოღვაწე, სვეტიცხოვლის აგებაც გამბედაობის შედეგია, ვეფხისტყაოსნის დაწერაცა და კრიმანჭულის მღერაც.
ჩვენი ისტორიის ნათელ მხარეს მამაცი ადამიანები ქმნიან და არა სახლებში გამოკეტილი მწიგნობრები თუ წიგნების შემქმნელნი; ქუჩაში მომღერალი და მოცეკვავე არტისტები და არა პიესებისა და პარტიტურების ცქერით თვალებამოღამებული ბედის მაძიებლები; კურიერების, აიტიშნიკების, ბაიკერების, ბუღალტრების მწყობრად მიმავალი კოლონები და არა ოფისების წუმპეში ჩამკვდარი გომბეშოები.
ეს არის ის, რასაც ილიამ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული უწოდა.
მარსელ პრუსტმა ამხელა რომანი იმიტომ დაწერა, რომ ეთქვა მთავარი რამ: ავტორმა თავის ცხოვრებაზე უარი უნდა თქვას, რათა ეს ცხოვრება თავის პერსონაჟს შესძინოს.
დღეს ჩვენც პრუსტივით ვიქცევით – უარს ვამბობთ საკუთარ ცხოვრებაზე, რათა ეს სიცოცხლე ჩვენს შექმნილ საქართველოს მივანიჭოთ.
დანარჩენების ადგილი კი ჭაობშია – ასტრონომიულ დროშიც და ასტრონომიული დროის მიღმაც.

სრულად წაკითხვა