სენატში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს, საქართველოს წარმომადგენლის ეკა გიგაურის ფრაზაზე, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული კეთილდღეობისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ სწრაფვა, სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა:

“თქვენ მე მაძლევთ იმედს, როცა მეუბნებით რომ ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის დასავლეთისკენ.

ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ერთ თვეში და ვნახავთ ამ არჩევნების შედეგებით და ამას დაგვიდასტურებს ის დელეგაციები, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ არჩევნებს და იქ უკვე გრძელვადიანი დელეგაციები ჩასულები არიან.

თუ რასაც თქვენ ქართველ ხალხსა და მის სურვილებზე ამბობთ, სიმართლეა, მათ ოქტომბერში ექნებათ საშუალება, მოიშოროს თაღლითები და მოიპოვოს კონტროლი საკუთარ მომავალზე. დაგაკვირდებით და ვილოცებთ თქვენთვის”.