საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟერარ ბატიკლიმ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ დეტალურად ისაუბრა მოწინააღმდეგეზე, გუნდურ მიზნებზე და წინასწარ გააკეთა მატჩის ანალიზი.
ბატიკლიმ აღნიშნა, რომ:
პირველ ტურში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მეორე ტურის წინ გუნდი უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებოდა;
"საქართველოს ნაკრები მებრძოლი და ორგანიზებული გუნდია, რომელსაც არა მხოლოდ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, არამედ ტაქტიკურადაც კარგად არის გამართული
პოლონეთთან გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიას გააძლიერებს და საქართველო დიდი მოტივაციით ითამაშებს."
მისი თქმით:
"ეს გუნდი მხოლოდ ერთ გამორჩეულ მოთამაშეზე არაა დამოკიდებული — ეს არის მამაცი ნაკრები, რომელსაც კონტრშეტევაზე ორგანიზებულად გადასვლა შეუძლია ქართველების თამაში ევროპის ჩემპიონატამდეც გვქონდა შესწავლილი"
ბატიკლიმ საქართველოს ნაკრებს გამოუცხადა პატივისცემა, თუმცა თქვა, რომ საფრანგეთის მიზანი მაინც გამარჯვებაა. ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ხარისხის გაუმჯობესებას ელის და ტურნირზე მაღალი მიზნები აქვს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ლიდერია — პოლონეთთან მძიმე, მაგრამ გამარჯვებით დაწყებული ტურნირი მოთამაშეებისთვის დიდი სტიმულია.
საფრანგეთმა პორტუგალიასთან ფრე ითამაშა — რაც სატურნირო თვალსაზრისით მეტ მოტივაციას სძენს ბატიკლის გუნდს.
საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 14 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.