თურქეთის ნაკრების კაპიტანმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ საქართველოსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მეტოქისგან უფრო აქტიურ პრესინგს ელოდნენ, თუმცა საბოლოოდ მთავარ მიზანს მაინც მიაღწიეს და სამი ქულა აიღეს.
მისი თქმით, წითელი ბარათის შემდეგ თამაში გართულდა, მაგრამ გუნდმა სირთულეებთან გამკლავება შეძლო.
„განსხვავებულ თამაშს ველოდებოდით, ვფიქრობდით, მეტოქე უფრო აქტიურად მიმართავდა პრესინგს, მაგრამ რაც მთავარია სამი ქულა მოვიპოვეთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი დიდი მიზანია და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. მეორე ტაიმში სერიოზული ბრძოლა იყო, მაგრამ ყველამ მაქსიმალურად იბრძოლა[/b],“ — განაცხადა ჩალჰანოღლუმ.