ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიოს ცურვის ისტორიაში და რეკორდების წიგნში “დარდანელის სრუტის გმირის” სახელით შევიდა.
2002 წლის 30 აგვისტოს კაცობრიობის ისტორიაში პირველად მან, ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა.
ამის შემდეგ მას "დარდანელის გმირი", "ადამიანი დელფინი", "წყლის პრომეთე“ სახელებით მოიხსენიებდნენ.