ქართველი ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

1 day ago 4

30 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერის ახალ ეტაპს საუდის არაბეთის მეორე დივიზიონში იწყებს – ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „ჯედას“ ფეხბურთელი გახდა.

ქართველი შუახაზელი ბოლო პერიოდს პორტუგალიურ „ავეშში“ ატარებდა, თუმცა მანამდე საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება დაუგროვდა. აბურჯანიას კარიერის განმავლობაში უთამაშია როგორც საქართველოში – „მეტალურგი რუსთავში“, გორის „დილაში“ და თბილისის „ლოკომოტივში“, ასევე უცხოეთში. ის სხვადასხვა დროს იცავდა „ანორთოსისის“, „ხიმნასტიკის“, „სევილია B“-ს, „ლუგოს“, ჰოლანდიური „ტვენტეს“, „ოვიედოს“, „კარტახენას“, „ჟილ ვისენტესა“ და თურქული „ჰათაისპორის“ ღირსებას.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით აბურჯანია 39 შეხვედრაში გამოვიდა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

სრულად წაკითხვა