ქართველი ძალოსნის, გოდერძი ბერდელიძის შედეგები მსოფლიოს ჩემპიონატზე

1 week ago 7

ბაჰრეინის მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ.) იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა საბოლოო ჯამში ატაცში 125 კილოგრამი დააფიქსირა და მე-8 ადგილზე გავიდა.

ბერდელიძემ აკვრაში თავი 145 / 152 /157 კილოგრამს გაართვა და მე-6 ადგილზეა, იგივე საფეხურზეა ორჭიდში მოგროვილი 282 კილოგრამითაც.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული ტურნირი საპატიო სტუმრის სტატუსით გახსნა ლაშა ტალახაძემ, როგორც მსოფლიო ძალოსნობის ნამდვილმა ლეგენდამ.

სრულად წაკითხვა