ქართული კლუბი ჯაბა კანკავას დამატებაზე მუშაობს

4 days ago 4

დინამო თბილისი საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ჯაბა კანკავას დაუკავშირდა - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

"დინამო თბილისი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას ტრანსფერზე მუშაობს და მხარეებს შორის პირველი კომუნიკაცია უკვე წარმატებით შედგა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისური გუნდი 38 წლის ნახევარმცველისთვის მისაღები კონტრაქტის შეთავაზებაზე მუშაობს.

2024 წლის ზაფხულში სლოვანიდან წამოსვლის შემდეგ ჯაბა კანკავა თავისუფალი აგენტია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ფეხბურთელს ჯერ კიდევ ზაფხულშივე საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი იბერია დაუკავშირდა, თუმცა იმ მომენტისთვის ჯაბა ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას არ განიხილავდა

", - წერს Geo Team.

სრულად წაკითხვა