„ქართული ოცნება“ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გაზრდის ჯარიმას და პატიმრობის ვადას

2 hours ago 1

„ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს დემონსტრაციების შესაზღუდად გაამკაცროს კანონმდებლობა. კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა. ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

  • ადამიანს წვრილმანი ხულიგნობისთვის, რომლის გამოც პოლიცია არაერთ დემონსტრანტს აკავებს ხოლმე აქციებზე, კიდევ უფრო დიდი ჯარიმა დაუწესდება;
  • წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება საქმიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა;
  • ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით - დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;
  • პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5 წლიდან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

„დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავს მოხვეული ნორმები, სახელმწიფოს გამართულად ფუნქციონირების და გამართულად აუცილებელი ნორმების მიღებით“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა