“ქართული ოცნება” დიდ რესურსს ხარჯავს ტროლ-ბოტების ქარხანაზე” – დავით ქაცარავა

2 days ago 4

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ე.წ. ტროლ-ბოტების გააქტიურებასა და ჰიბრიდული ომის მეთოდებთან დაკავშირებით;

,,ქართულ ოცნებას” სინამდვილეში რჩება ძალიან ცოტა მხარდამჭერი საქართველოში. საზოგადოების იმ ნაწილშიც კი, რომელიც ნეიტრალურად იყო განწყობილი და გვერდიდან ადევნებდ თვალ-ყურს, ამ ბოლო წლების მოვლენებს, გაჩნდა პროტესტი. ფაქტობრივად, ,,ქართული ოცნება” დარჩა მხოლოდ და მხოლოდ თავისი ადმინისტრაციული აპარატის რესურსის ამარა, რომელიც ჩვენი საზოგადოების ძალიან მწირი ნაწილია. ეს არასაკმარისი ჯგუფია იმისთვის, რომ აწარმოოს ჰიბრიდული საინფორმაციო ომი.

შესაბამისად, ესეც ბუნებრივი მოვლენაა, რომ ტროლ-ბოტების ქარხნები იზრდება, ვითარდება. პროფესიულად მიუდგნენ საინფორმაციო ომს. მერწმუნეთ, რომ მსოფლიოში N1 პროპაგანდისტული მანქანა ეხმარება მათ, ვგულისხმობ რუსეთს. ისინი მაღალკვალიფიციურად აწარმოებენ ამ ომს.

ტროლ-ბოტები მომრავლდნენ, გააქტიურდნენ. ,,ქართული ოცნება” დიდ რესურსს ხარჯავს ამ ბოტების ქარხანაზე. ჩვენც, საზოგადოებასაც კიდევ უფრო დიდი მობილიზება გვმართებს, რომ დავუპირისპირდეთ ამ მასირებულ საინფორმაციო შემოტევას და კიდევ უფრო მეტად ორგანიზებულად უნდა ვებრძოლოთ ამ ჰიბრიდულ შემოტევებს”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ინტერვიუ ჩაწერა
ნინი ხიჯაკაძემ

სრულად წაკითხვა