“ქართული ოცნების” თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრას დაესწრო

1 week ago 5

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 9 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიკოვანმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრაზე, რომელიც გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე იმართება.

საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი უკრაინის მიმდინარე ომში სამხედრო დახმარების კოორდინირებაა, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გახსნა.

შეხვედრა დონალდ ტრამპის 20 იანვრის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება. ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა მზაობა და სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი.

შეხვედრაზე ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გაუწევს. აღნიშნული დახმარება, რომელიც ოსტინის მიერ „პრეზიდენტის უფლებამოსილების პაკეტად“ იქნა მოხსენიებული, მოიცავს: „დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, მეტ საბრძოლო მასალას, მეტ ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას და სხვა აღჭურვილობას უკრაინის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მხარდასაჭერად.”

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი აერთიანებს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებსა და მაღალჩინოსნებს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნებს, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ჯგუფი, რომელსაც ასევე “რამშტაინის ფორმატსაც” უწოდებენ, 2022 წლის აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით დაარსდა და აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას.

ახალი ამბავი განახლდა 18:12-ზე, ლოიდ ოსტინის განცხადების შემდეგ

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა