ქართული სუპერლიგა | ბათუმმა ამრას თბილისში სძლია

23 hours ago 3

სუპერლიგის მე-15 ტური დღეს 2 მატჩით განახლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 მატჩით განახლდა. ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ მატჩში გაგრის ამრამ ბათუმს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ სასწორზე საკმაოდ ღირებული ქულები იდო, დიდი სხვაობით დამარცხდა – 110:89 (სტატისტიკა).

ამ მატჩის მნიშვნელობა ის იყო, რომ ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ამრას გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან წაგების შემთხვევაში ბოლო ადგილზე მყოფი მდევარი, ტყიბულის ორბი ჩამორჩენას მინიმუმამდე ამცირებდა. ორბმა გუშინ გურჯაანში დელტა დაამარცხა და ქულებით ამრას გაუთანაბრდა, რომელსაც ტურის თავისი მატჩი უნდა მოეგო, რათა აქამდელი 2-ქულიანი ლიდერობა შეენარჩუნებინა.

არ გამოვიდა. ბათუმმა ძალიან კარგად, გამართულად ითამაშა და საბოლოოდ 21 ქულით იმარჯვა. შესაბამისად, გაგრელებს ორბთან ცხრილში მხოლოდ 1-ქულიანი უპირატესობა შერჩა და წინ, რეგულარულ ჩემპიონატში თითოეულს კიდევ 6 მატჩი აქვს ჩასატარებელი. ამრას რომ მოეგო, უშუალოდ ბათუმს დაეწეოდა, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფ ორბთან 2-ქულიან ჰანდიკაპს შეინარჩუნებდა.

გამარჯვებულ ბათუმელებს კეილინ უილიამსმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 16 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზეა, 17 ქულა და 8 მოხსნა ჯექსონ ბრენჩლიმ დააგროვა, ხოლო მატჩის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა (14 ქულა, 10 პასი), ოთო ბულიავაა.

ამრას რიგებში 17 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 16 ქულა მოაგროვა ჯასტინ ვილსონმა, ხოლო ისმაელ მასუდისა და ემანუელ ანსას ანგარიშზე 15-15 ქულა დაგროვდა.

სრულად წაკითხვა